სიეტლში, მოკლე დროში, ოთხი ახალგაზრდა გოგონა უჩინარდება. ჩნდება ვერსია, რომ ქალაქში მანიაკი-მკვლელი დადის. დანაშაულის გამოძიებას ფედერალური ბიუროს სპეც-განყოფილება იწყებს. მას ხელმძღვანელობს ჯეისონ გიდეონი, რომელიც თანამშრომლებთან ერთად დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენას ცდილობს. ჯეისონი ფედერალური ბიუროს კრიმინალისტური ლაბორატორიის ხშირი სტუმარი არ არის. ის ჯგუფთან ერთად დანაშაულის ადგილზე გადის, აწარმოებს თვითმხილველთა დაკითხვას, აანალიზებს და სწავლობს დამნაშავის ცხოვრების ფსიქოლოგიურ მხარეს. (სერიალის მეშვიდე სეზონი)